
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო სოფელ ერისიმედში სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან. იქ, სადაც მესაზღვრეები მორიგეობენ და “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს სოფელში არ უშვებდნენ. მესაზღვრეები ტელევიზიას შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტიდან ნებართვას, სოფლის მოსახლეობა კი პრობლემის გაშუქებას სთხოვდა.
ადგილობრივების თქმით, ერისიმედში ბოლო ხანს მსხვილფეხა საქონელს მასობრივად იპარავენ და პოლიცია და მესაზღვრეებიც, უმოქმედოდ არიან. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა სოფელში შეღწევა მოქალაქეების პროტესტის ფონზე, სამსაათიანი ლოდინის შემდეგ მოახერხა.
ავტორი: ია გულიაშვილი