კახეთში მანქანა დაეჯახა 72 წლის კაცს, რომელიც გზაზე საკუთარი ავტომობილის შეკეთებას ცდილობდა

გამოქვეყნდა:

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი მძიმედ დაშავდა. ყვარელი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ სანავარდოსთან 72 წლის კაცს სწრაფად მომავალი ავტომანქანა მაშინ დაეჯა, როდესაც ის საკუთარი ავტომანქანიდან გასმოსული იყო და მის შეკეთებას ცდილობდა.

თავის არეში მიყენებული ტრავმებით ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ის ახლა თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში რეანომობილით გადაჰყავთ. 

შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი