
სტიქია ლაგოდეხში- ძლიერმა ქარმა და წვიმამ ორ სოფელში, კაბალსა და ბაისუბანში ხეები წააქცია. რამდენიმე საცხოვრებელ სახლს კი სახურავი დაუზიანა. ადგილობრივები ამბობენ, რომ იყო სეტყვაც, თუმცა, განსაკუთრებული ზარალი არ მოუტანია. ამ წუთებში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.