ლაგოდეხში, ძლიერი ქარისგან მოგლეჯილი ხე კაცს დაეცა - დაზიანდა 100- ზე მეტი სახლი

გამოქვეყნდა:

სტიქია ლაგოდეხში- ძლიერმა ქარიშხალმა და სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. დაგლეჯილია ხეები, საცხოვრებელ სახლებზე გადახდილია სახურავები, დასეტყვილია მსხმოიარე ვენახების ერთი ნაწილი. ძლიერი ქარისგან მოგლეჯილი ხე სოფელ კაბალში ერთ- ერთ მოქალაქეს დაეცა. მამაკაცს ტვინის შერყევა და სხვადასხვა სახის მოტეხილობები აქვს და ლაგოდეხის კლინიკაში იმყოფება.

საერთო ჯამში, ძლიერი სტიქიის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 10-მდე სოფელში, 100- ზე მეტი სახლი დაზიანდა. 

ადგილობრივი თვითმმართველობიდან ინფრასტრუქტურის სამსახური წარმომადგენლებმა დაზარალებულ მოსახლეობას განუცხადეს, რომ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 3 თვეა საჭირო.  

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი