
ოზურგეთის მერს თავისივე შერჩეული, კუბოს ფორმის საყვავილეები აღარ მოსწონს. ავთანდილ თალაკვაძემ უკვე დაანონსა, რომ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ახალი გამწვანება ექნება. მერს არ გაუმახვილებია ყურადღება, რა დაუჯდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს კუბოს ფორმის საყვავილეების ჩანაცვლება. "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, ოზურგეთელებს მერის გემოვნებით შეძენილი კუბოები 2 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდათ.
ავტორი: ვლადიმერ მენაბდე, ნანუკა მაღლაკელიძე