ძლიერი წვიმისა და ქვათაცვენის გამო, ბარისახო-შატილის გზის ნაწილზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

გამოქვეყნდა:

ძლიერი წვიმისა და ქვათაცვენის გამო, ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის ნაწილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

''ძლიერი წვიმის და მოსალოდნელი ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 79-ე კმ-ზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა'' - წერია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი