ქობულეთში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა, სხვადასხვა სოფელში განვითარდა მეწყრული პროცესები - მერია

გამოქვეყნდა:

ქობულეთში, წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები დაიტბორა. მერიაში აცხადებენ, რომ ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც დატბორვა გამოიწვია.

"მერიის შესაბამისი სამსახურები, სხვადასხვა უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ ამოტუმბვით და გაწმენდით სამუშაოებს.

სხვადასხვა სოფელში განვითარდა მეწყერული პროცესები", - წერია განცხადებაში.

წვიმამ პრობლემები შექმნა გურიაშიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი