მეორე ქესალოს მოსახლეობა ამბობს, რომ გაურკვეველი დაჯგუფება სახლებს ქვებს ესვრის და მათ სხვადასხვა გზით აშინებს

გამოქვეყნდა:

მარნეულში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს  - სოფელ მეორე ქესალოში უკვე ორი კვირაა გაურკვეველი დაჯგუფება სახლებს ქვებს ესვრის და სხვადასხვა მეთოდებით აშინებს მოსახლეობას. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ არაერთხელ მიმართეს სამართალდამცავებს, თუმცა უშედეგოდ.

"სოფლებში დადის გარკვეული ჯგუფი, აშინებს მოსახლეობას, აკაკუნებს კარზე, ფანჯარაზე და მათი სახლის სახურავებზე დადის და ქვას ესვრის. ადამიანები ღამეებს ათევენ, ვერ სძინავთ და ძალიან შეწუხებულები არიან და ელოდებიან დახმარებას. სამწუხაროდ, არც ცენტრალურ, არც ადგილობრივი ხელისუფლება არ არის დაინტერესებული ადამიანების პრობლემით. არც ერთი ადგილობრივი დეპუტატი არ მისულა იმ ადამიანებთან", - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი