
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის მე-2 და მე-12 კმ-ებზე მიწის შვავის ჩამოსვლის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
უწყება ამბობს, რომ გზა ორივე მხრიდან დაკეტილია.
"აღნიშნულ მონაკვეთებზე წყლის დონის დასტაბილურებისთანავე, გაწმენდითი სამუშაოები მყისიერად დაიწყება, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგეს", - წერია განცხადებაში.
იხილეთ ასევე: