
თბილისის მერიის განცხადებით, ნაძალადევის რაიონში საყრდენი კედელი ეწყობა, რის გამოც, სამუშაოების დასრულებამდე, გია რომელაშვილისა და გიორგი ბოთერაშვილის ქუჩების კვეთის მიმდებარედ გადაადგილება შეიზღუდა.
ავტომობილები იმოძრავებენ აბაის, ანაპის 414-ე დივიზიისა და ავეტიკ ისააკიანის ქუჩების გამოყენებით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს - N317 და N386 ავტობუსები მუხიანის დასახლებიდან მოძრაობისას არ გაივლიან რომელაშვილის ქუჩას:
ავტობუსი N375 მეტროსადგურ "სარაჯიშვილის" მიმართულებით მოძრაობისას, რომელაშვილის ქუჩაზე გადაადგილდება ზღვის უბნის III მიკრორაიონის I კვარტლის N19 კორპუსამდე, რის შემდეგაც, დაუკავშირდება ისააკიანის ქუჩას და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩით, მეტროსადგურ "სარაჯიშვილისკენ" იმოძრავებს. N375 უკუმიმართულებისას მგზავრებს იმავე მარშრუტით მოემსახურება.
N421 და N510 მიკროავტობუსები - რომელაშვილის ქუჩაზე გადაკეტილ საგზაო მონაკვეთს ზღვის უბნის IV მიკრორაიონის N11 და N7 კორპუსების საშუალებით შემოუვლიან, რის შემდეგაც, კვლავ რომელაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და დადგენილი სქემით იმოძრავებენ.