
გურიის სტიქიას გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი, გივი ცინცაძე და აღნიშნა, რომ სოფელ ლესაში გაიყვანეს გზა, დააპატარავეს მდინარის კალაპოტი და სწორედ ამან გამოიწვია მძიმე შედეგები.
„ლანჩხუთი, სოფელი ლესა, სადაც მდინარეში გაიყვანეს გზა (დააპატარავეს მდინარის კალაპოტი) იმიტომ, რომ “რუსულ ოცნებასთან” დაახლოებულმა ბიზნესმენმა იშოვოს მილიონები, ჩვენი ულამაზესი ბუნების განადგურების ხარჯზე." აცხადებს ცინცაძე.
შეგახსენებთ დღეს, გურიის რამდენიმე მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად სოფლები დაიტბორა, რამდენიმე ადგილზე მეწყრული პროცესებია გააქტიურებული. სტიქიას ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ერთის სამძებრო სამუშაოები კი, ამ დრომდე მიმდინარეობს.