ხანძარი ეროვნულ არქივთან - არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა საცავის ტერიტორიაზე, სადაც ქიმიური ნივთიერებები ინახება

გამოქვეყნდა:

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, არქივის შენობის ტერიტორიაზე ხანძრის ქრობის სამუშაოები დაახლოებით 1 საათია მიმდინარეობს. არსებული ცნობებით, ცეცხლი გაჩნდა არქივის მიმდებარე ტერიტორიაზე, არქივისვე კუთვნილ შენობაში, ქიმიური ნივთიერებების საცავის ტერიტორიაზე. ნივთიერებები კი ქაღალდის გადასამუშავებლად გამოიყენება. მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ევაკუირებულები არიან. ჯერჯერობით უცნობია რა ზარალი მიადგა ეროვნულ არქივს და რამ გამოიწვია ხანძარი.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით კი, ცეცხლი ლოკალიზებულია.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი