
საქართველოს ეროვნული არქივი დღევანდელ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცეცხლი არქივის ტერიტორიაზე არსებულ ცალკე მდგომ შენობაში გაჩნდა, სადაც ნიტროფუძიანი კინოფირები ინახებოდა. მათივე ცნობით, ყველა ფირი გაციფრულებულია და მათი ასლები კინოარქივში ინახება:
საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიაზე არსებულ ცალკე მდგომ შენობაში ხანძარი გაჩნდა. შენობაში ინახებოდა ნიტროფუძიანი კინოფირები. ყველა ფირი გაციფრულებულია და მათი ასლები კინოარქივში ინახება. ცეცხლი ეროვნული არქივის სხვა შენობებზე არ გავრცელებულა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა." აცხადებს არქივი.
შეგახსენებთ, რომ ვაჟა-ფშაველას გამზირზე, არქივის შენობის ტერიტორიაზე ხანძარი დღეს საღამოს გაჩნდა. ჯერჯერობით უცნობია გამომწვევი მიზეზები.