“ქართული ოცნება” არის მსახვრალი ხელი, რომელიც ანადგურებს საქართველოს - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნება არის მსახვრალი - წერს ფეისბუქზე "მთავარი არხის" დამფუძნებელი და ქვეყანაში ბოლო ერთ დღეში მომხდარ მძიმე მოვლენებს ეხმაურება:

"უცნაური და საზარელი სიტყვაა, ბავშვობიდან რომ მაფიქრებდა: რაღაცნაირი ხისტი, მათრახივით მოქნეული და თან საშიში და ბოლომდე გაუგებარი. 
"მსახვრალი", მომყოლი სიტყვათშეთანხმებით "მსახვრალი ხელი"
დღეს რაც მოხდა ბოლო 24 საათის განმავლობაში - ტრაგედია გურიაში, ღარიბაშვილის მორიგი კატასტროფა, საფეხბურთო სირცხვილი და ბოლოს კინოარქივში ფირების ორიგინალების ხანძრის შედეგად განადგურება - აი ეს ყველაფერია ქართული ოცნების "მსახვრალი ხელი", რომელიც ანადგურებს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ქვეყანას, ერს. 
ქართული ოცნება არის მსახვრალი." წერს ნიკა გვარამია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი