გურიაში სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან - რამდენიმე სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი

გამოქვეყნდა:

გურიაში სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან - ღვარცოფის განმეორების საფრთხის გამო, რამდენიმე სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ერთ-ერთი ასეთი სოფელია ხორეთი, საიდანაც მაშველებმა ადგილობრივები ცოტა ხნის წინ გამოიყვანეს. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც შველას ამ დრომდე ითხოვენ.

რამდენიმე სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. მათ შორისა ხორეთიც, სადაც ერთადერთი საავტომობილო ხიდი დაინგრა, რომელიც ორ მუნიციპალიტეტს აკავშირებდა ერთმანეთთან. მოსახლეობის ნაწილთან კომუნიკაცია ვერ ხერხდება, რადგან ადგილობრივები ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილნი.

წაღებულია ხიდები. სახნავ-სათესი მიდამოები, ფაქტობრივად, მოქალაქეებს აღარ აქვთ. რამდენიმე სახლი კი მიწასთანაა გასწორებული. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ, რადგან ალტერნატიულ საცხოვრებლებში, უსაფრთხო ადგილას გადავიდნენ. ისინი სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ითვლიან.

შეგახსენებთ, რომ გურიაში სტიქიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 2 ბავშვია, რომლებიც ექსპერტიზის ბიუროდან სახლებში უკვე გადაასვენეს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი