ქეიფი გლოვის პარალელურად - გურიაში მომხდარი ტრაგედიის ფონზე, ქობულეთში ათობით ადამიანი რუსული მუსიკის ფონზე ერთობოდა

გამოქვეყნდა:

საქართველო გურიაში, სტიქიის შედეგად დაღუპულ 3 თანამოქალაქეს გლოვობს, თუმცა ქვეყნისთვის ასეთ რთულ დროს ზოგიერთს ქეიფზე უარი მაინც არ უთქვამს.

დროსტარება იყო გვიან ღამით ქობულეთში, რესტორან  "პალმაში,"  სადაც ათობით ადამიანი რუსული მუსიკის ფონზე ერთობოდა.

შეგახსენებთ, რომ გურიაში სტიქიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 2 ბავშვია, რომლებიც ექსპერტიზის ბიუროდან სახლებში უკვე გადაასვენეს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი