
ძლიერი წვიმა ზუგდიდში - უხვი ნალექის შედეგად ქალაქის ქუჩები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები დაიტბორა. დაზიანდა ავეჯი, საოჯახო ტექნიკა და ნივთები.
ქალაქში სატრანსპორტო საშუალებები შეფერხებით გადაადგილდებიან. ცენტრალურ ქუჩებსა და ჩიხებში საკანალიზაციო ჭებიდან ფეკალური მასა გადმოდის.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, განსაკუთრებით, მძიმე ვითარებაა მესხიას, გამსახურდიას, ქუთაისის და თავისუფლების ქუჩებზე.
რამდენიმე უბანში სახლების პირველი სართულებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს.