"7% ვართ მთელი საქართველოსი, ხომ გვაქვს უფლება ჩვენც გვქონდეს სინათლე? გმირობაა აქ ცხოვრება" - პროტესტი ხევსურეთში

გამოქვეყნდა:

საპროტესტო აქცია ხევსურეთში - 10-მდე სოფლის მოსახლეობა ქუჩაშია გამოსული. მიზეზი უშუქობაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სოფლების სიახლოვეს რამდენიმე რამდენიმე ჰესია აშენებული, ადგილობრივებს ელექტროენერგია წლებია მაინც არ მიეწოდებათ.

მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მუნიციპალიტეტიდან დაპირება უფასო დენის შესახებ არაერთხელ მიიღეს, თუმცა პირობა ამ დრომდე შეუსრულებელია. 

ადგილობრივები "მთავარ არხთან" ასევე აღნიშნავენ, რომ ისედაც დაცლილი ისტორიული მხარე, კიდევ უფრო იცლება, რადგან ელექტროენერგიის გარეშე ხევსურეთი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.

"ხალხი გარბის, ხალხო. ბავშვები ცხოვრობენ აქ. ცხოვრება ხომ უნდათ. ხომ უნდათ ისწავლონ, განათლება მიიღონ, ელემენტარული ტელევიზორი არ უნდა ჰქონდეთ ბავშვებს? შუქი არ უნდა ჰქონდეთ? მაცივარი არ უნდა ჰქონდეთ, ხალხო?.. ეს ხომ ძალიან ელემენტარულია. არაფერს არ ვითხოვთ, 21-საუკუნეში ხალხი ითხოვს სინათლეს," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მოსახლეობა აქციებს თბილისშიც აანონსებს და ხელისუფლებას დაპირების შესრულებისკენ მოუწოდებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი