ივანიშვილების ინტერესები გურიის კარიერებზე - ოპოზიციის მტკიცებით, ქვა-ღორღის უკანონოდ მოპოვებაში ადიკო ივანიშვილია ჩართული

გამოქვეყნდა:

გახდა თუ არა მდინარეებიდან ინერტული მასალის უკანონო მოპოვება გურიაში დატრიალებული სტიქიური უბედურების  წინაპირობა? რეგიონის  მდინარეების კალაპოტიდან ასობით ტონა ქვა-ღორღი კანონდარღვევით გააქვთ.

გურიაში მოსახლეობა  უკვე წლებია საუბრობს მოსალოდნელ საფრთხეებსა და სტიქიურ უბედურებაზე, თუმცა ყველა შემთხვევაში მათი მიმართვა ხელისუფლების მხრიდან უპასუხოდ რჩებოდა. 

მდინარეებიდან - ნატანები,  ბჟუჟა, სუფსა და რაჭის წყალი აქტიურად მიმდინარეობს ინერტული მასალების  მოპოვება, საუბარია ქვიშა-ხრეშზე რომლითაც დაინტერესებულები არიან ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები, რადგან ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია  ამ მდინარეებში ჩასვლა და კარიერის მოწყობა.  

ქვიშა-ხრეშის მოსაპოვებლად  იჭრება მდინარეების ფერდები,  იჩეხება ტყე და  ყველა მდინარეში გასატანად წინასწარ გამზადებული ქვიშის გორები დგას.  

ოპოზიცია ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს და ამბობენ, რომ გურიის მასშტაბით  მდინარეებში განთავსებულ ყველა მსხვილ კარიერს  ბიძინა ივანიშვილის ძმა ადიკო ივანიშვილი კურიერებს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი