სტიქიის მეორე დღე გურიაში - მორიგი ტრაგედია და ისევ უპასუხო შეკითხვები

გამოქვეყნდა:

შოვის სტიქიიდან ერთ თვეში საქართველო ისევ გლოვობს. გურიაში მეწყერმა სამი ადამიანი იმსხვერპლა, შორის ბავშვები. ყოველი სტიქიისა და მსხვერპლის შემდეგ ისმის კითხვები, შეიძლებოდა თუ არა ტრაგედიის თავიდან აცილება. თუ სტიქიას ვერ ავცდებით, იქნებ დროული და ეფექტური რეაგირებით ხალხი მაინც გადავარჩინოთ. კითხვა ბევრია. რა არის ტრაგედიების მიზეზი, შესაბამისი სტრუქტურების გულგრილობა, უყურადღებობა, კორუფცია, არაპროფესიონალიზმი თუ უბრალოდ ადამიანური ფაქტორი, რაც ასევე ხდება ხოლმე ტრაგედიების მიზეზი. მაგალითად, უმოწყალოდ გაჩეხილი ხე-ტყე სვანეთსა თუ სხვა მაღალმთიან რეგიონებში და ღამით ჩუმად გამოტანილი მასალა, იმისათვის რომ დილით უფრო ბევრმა არ დაინახოს მოჭრილი,  ჯანმრთელი ხის მორები. რამდენად კანონიერად არის გაცემული ასეთი ნებართვები და ვისზე გასცემენ ნებართვებს, მაშინ როცა გლეხი თავისუფლად ვერ გამოიტანს შეშასაც კი ტყიდან. 

ტრაგედიების მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, თუმცა პასუხისმგებელი არავინ არ ჩანს, ხელისუფლებმა მუდმივად ცდილობს უდანაშაულოდ წარმოაჩინოს და მზად არის საკუთარი თავის გარდა ყველა დაადანაშაულოს, არადა ამ სტიქიებს შესაძლოა ნებისმიერი ოჯახი ემსხვერპლოს, მათ შორის დაცული არც ხელისუფლების წევრები არიან და საინტერესოა, როგორი იქნება მაშინ მათი რეაგირება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი