სტიქიის ზონაში მოსახლეობა ხელისუფლებას ადანაშაულებს და მის უყურადღებობაზე, გულგრილობასა და უმოქმედობაზე საუბრობს. ხელისუფლება ვერ სწავლობს შეცდომებზე, დანაშაულს ახალ დანაშაულს უმატებს ადამიანთა სიცოცხლის ხარჯზე. ადგილობრივებს სტიქიის მიზეზებზე საკუთარი ვერსიები აქვთ და ეს დიდი რაოდენობით ინერტული მასალების გატანას უკავშირდება. ისინი წლიდან წლამდე საუბრობენ მოსალოდნელ საფრთხეზე, თუმცა არავინ უსმენს. მოსახლეობა ყვება, რომ 3 უმსხვილესი მდინარის კალაპოტიდან ასობით ტონა ქვა-ღორღი კანონდარღვევით გააქვთ. ოპოზიციის ინფორმაციით, მდინარის კალაპოტებზე არსებულ 50-მდე კანიონს ბიძინა ივანიშვილის ძმა - ადიკო ივანიშვილი აკონტროლებს. სწორედ ივანიშვილების ოჯახის დაკვეთით, რამდენიმე წლის წინ შეიცვალა კანონიც, რომლითაც მდინარეების კალაპოტების მოშლა და ინერტული მასალის გატანა გამარტივდა.