1 თვე შოვის ტრაგედიიდან - სტიქიის ქრონოლოგია

გამოქვეყნდა:

კოტეჯები აღარ არსებობს, მიწამ დაფარა! შოვი დაიმარხა. ხალხი დაიღუპა. . . ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა. . . ისევ არ გვაქვს პასუხი, შეიძლებოდა თუ არა უფრო მეტი ადამიანის გადარჩენა. არა მარტო უშუალოდ სტიქიის დღეს, არამედ მანამდე რისკები დროულად რომ შეეფასებინათ, საფრთხე თავის დროზე დაენახათ და ადგილობრივებისთვის, ადგილობრივ ხელისუფლებას მაინც მოესმინა. თუმცა ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სრულიად მოულოდნელი და წარმოუდგენელი განცხადებები გვესმის სტიქიის პირველივე წუთებიდან. 3 აგვისტოს ხელისუფლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იუბილეს აღნიშნავდა. სტიქიის ზონაში მხოლოდ ინფრასტრუქტურის მინისტრი გაემგზავრა, პრემიერი მეორე დღეს ჩავიდა. იმ ტრაგიკული დღის შემდეგ შოვის თემის გადაფარვის მცდელობებსაც ვხედავთ და ტრაგედიის მონაწილე ადამიანების გაკრიტიკებაც კი მოვისმინეთ, თუ რატომ ცდილობდნენ ყელამდე ლაფში ჩაფლულები ტალახიდან ამოსვლას და მეორე ნაპირზე გადასვლას. 

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი