რა გაანადგურა ქალაქის ცენტრში, ქვეყნის ისტორიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეროვნული არქივის ერთ-ერთ შენობაში გაჩენილმა ხანძარმა, არ ვიცით. მოვისმინეთ განმარტება, რომ კორპუსი ყველა სათანადო სისტემით იყო აღჭურვილ. მაშინ გაუგებარია, თუ ნაგებობა გამართული იყო ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებით, რატომ დაიწვა იქ დაცული ექსპონატები. აქაც არქივის წარმომადგენლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას რომ დავეყრდნოთ, ამ შენობაში მარტივად აალებადი კინოფირები ინახებოდა, რომლებიც დაიწვა, მაგრამ ყველა ჩანაწერი გაციფრულებული იყო და დანაკარგი ამ მხრივ არ აქვს ქვეყანას. დანაკარგი მაინც არის, რადგან აღარ არსებობს ორიგინალი ვერსიები.