ხევსურების გასაჭირი - უშუქობის გამო დაცლილი სოფლები რეგიონში, სადაც რამდენიმე ჰესია

გამოქვეყნდა:

თავების დათვლა ხელისუფლებამ ხევსურეთშიც დაიწყო და იქ დარჩენილი თითო-ოროლა ადამიანისთვის ელექტროენერგიის გაყვანა არ მიაჩნია მიზანშეწონილად- ამას ამბობენ ადგილობრივები, რომლებიც გულგატეხილები და იმედგაცრუებული არიან ასეთი დამოკიდებულით, არადა სწორედ თითო-ოროლა ადამიანის წყალობით  ისმი  ამ რეგიონებში ადამიანის ხმა. არა და სწორედ იმიტომ დაიცალა სოფლები, რომ აქ უკვე ათწლეულებია დენი არ არის, ბავშვებს არც ინტერნეტთან აქვთ წვდომა და შესაბამისად მშობლები განათლებისთვის იძულებული არიან სახლების კარები აჭედონ და ბარში ჩამოვიდნენ. ზამთარში ხევსურეთში დარჩენა მოსახლეობას ყველაზე რთული პრობლემის წინაშეც აყენებს, აქ ცუდად არ უნდა გახდეს ადამიანი, რადგან ექიმი სოფლამდე ვერ მივა. საგულისხმოა ერთი გარემოებაც, რეგიონში რამდენიმე ჰესია აშენებულია, თუმცა არა ადგილობრივებისთვის. რამდენი დაპირება მოისმინეს და რამდენი არ შესრულდა, მოსახლეობა ვეღარ იხსენებს და დღეს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ აღარ აპირებენ გაჩუმებას. მოსახლეობამ როშკაში გზა გადაკეტა. ხელისუფლებამ მათთვის ვერც დღეს მოიცალა.

ავტორი: ლელა ქორიძე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი