სტიქიის მეოთხე დღე - გურიაში რამდენიმე სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი

გამოქვეყნდა:

სტიქიური უბედურებიდან მეოთხე დღეს გურიაში ვითარება ისევ მძიმეა. რეგიონში სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან. ღვარცოფის განმეორების საფრთხის გამო, რამდენიმე სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებულნი არიან საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები და თავდაცვის სამინისტროს ძალები.

თუმცა, მოსახლეობის ნაწილთან კომუნიკაცია ვერ ხერხდება, რადგან ადგილობრივები ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილნი. რამდენიმე სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. 

ამას გარდა, მოსახლეობა ამბობს, რომ მდინარის კალაპოტის გამაგრებასთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

ადგილობრივები გეოლოგების შუალედური დასკვნის მოლოდინში არიან. სწორედ მის საფუძველზე გახდება ცნობილი, რამდენად უსაფრთხოა დამეწყრილ ტერიტორიაზე ცხოვრება.

შეგახსენებთ, რომ გურიაში სტიქიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 2 ბავშვია.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი