საშიშროება ვაშლიჯვრის ფერდზე. მაჭავარიანის ქუჩაზე ახლადრეაბილიტრებულმა გზამ თბილისში მოსულ უხვ ნალექს ვერ გაუძლო და ბეტონის ჯებირი დაზიანდა. გზის მშენებელობა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და რამდენიმე თვის წინ გაიხსნა.
მშენებლობის დასრულებამდე სპეციალისტებმა არაერთხელ მოუწოდეს დედაქალაქის მერიას, ხარისხიანად შესრულებულიყო სამუშაოები და გათვალისწინებული ყოფილიყო დასკვნები იმის თაობაზე, რომ ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა. ახლა სპეციალისტები ისევ საფრთხეებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებული გზა კიდევ ერთ უხვ ნალექს ვერ გაუძლებს.