"ოცნებამ" თავის მოსამართლეს უთხრა, ეს ადამიანი არ უნდა გაგემართლებინაო" | ხელახალი სასჯელი რუსული ქორწილის გაპროტესტებისთვის

გამოქვეყნდა:

ხელახალი სასჯელი პროტესტისთვის. ლავროვის შვილის ქორწილის გაპორტესტების გამო დაკავებული პირი, რომელიც რამდენიმე სათში გაათავსიუფლეს, კვლავ განსასჯელის სკამზეა. "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი შსს-მ ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.

საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში ხვალაა ჩანიშნული, საკუთარ პროცესს დაესწრება თავად ოპოზციონერი დეპუტატი, რომელიც ამბობს, რომ საქმის განმეორებითი განხილვა ხელისუფლების მორიგი მცდელობაა, დააშინოს ყველა, ვინც პროტესტს გამოთქვამს. 

''ჩემთვის მართლა წარმოუდგენელია და ამ მასკარადში სურვილიც აღარ მაქვს რომ ვიმონაწილეო, მაგრამ მაინტერესებს და ვაპირებ ხვალ სასამართლოს წინაშე წარვსდგე, რომ რას გადაწყვეტს კონკრეტული მოსამართლე, თუ ისევ ის კონკრეტული მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას - რომ კარგად ვერ ნახა ის მტკიცებულებები?! ხო ყველა მასალა ნახა?!", - ამბობს ეძგვერაძე.

მისი ადვოკატის თქმით კი მოსამართლე იოსებ აბრამიძის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შეწყვეტის შესახებ, შსს-მ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. იქ კი გადაწყდა, რომ "თითქოს მოცემულ საქმეზე საქმის გარემოებები ობიექტურად არ იქნა გამოკვლეული და საქმე განსახილველად ისევ გურჯაანის რაიონულ სასამართლოს დაუბრუნდა". უფლებადამცველის თქმით, ეს ყველაფერი ქართველი პატრიოტების დაშინებას ემსახურება. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი