მამათში ჩამოწოლილმა მიწის მასამ სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა | ადგილობრივებმა გზა საკუთარი რესურსით გაწმინდეს

გამოქვეყნდა:

გურიაში, სოფელ მამათში, მეწყრული პროცესი დაიწყო. გუშინ ჩამოწოლილმა მიწის მასამ სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. 20-მდე ოჯახმა დამაკავშირებელი გზის გაწმენდა საკუთარი რესურსით მოახერხა. 
ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ, რადგან გზა უკვე 5 წელია დაზიანებულია და მასზე გადაადგილება საფრთხისშემცველია, ვითარება კი მეწყრულმა პროცესმა კი კიდევ უფრო გაართულა.

"მოხუცები გვყავს, [გზა] ხელით თოხით გავაკეთეთ... ტექნიკა ვერ შემოიყვანეს, ჩახერგილი და მოწყვეტილი იყო სოფელი" - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ცნობისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტო ამბობს, რომ გურიის მხარეში საფრთხის დონე, სტიქიის პირველ დღესთან შედარებით, შემცირებულია. შეგახსენებთ, რომ გურიაში სტიქიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 2 ბავშვია.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი