საქმე ისე მიდის, რომ ყოველი წვიმის მოსვლას ამ ქვეყნის მოქალაქეები უკვე შიშით უყურებენ. ამ შიშს კი კიდევ უფრო მყარ საფუძველს უქმნის არასწორად მოწყობილი ინფრასტრუქტურა, რიგ შემთხვევებში დაგვიანებული რეაგირება და ზოგადად ხელისუფლების ზერელე დამოკიდებულება, ყოველ ჯერზე, როცა საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება.
შოვში დღეს კიდევ დღეს 32-ე გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს, 1 დაკარგულს კვლავაც ეძებენ. გურიაში მოსული წვიმის შედეგად განვითარებულმა ღვარცოფმა და წყალდიდობამ 3 ადამიანი შეიწირა. მორიგი წვიმის დროს თბილისის ვითომ რეაბილიტირებული ქუჩები იტბორება. სამაშველო ვერტმფრენები არც 13 ივნისის დროს იყო, და არც ახლა, 8 წლის შემდეგ.
გაკვეთილები 13 ივნისის ტრაგედიაზეც კი ვერ ვისწავლეთ და კაცმა არ იცის, მუშაობს თუ არა დაპირებული მონიტორინგის სისტემა. ვის ხელში ვართ და რამდენად დაცულები ვართ მორიგი ბუნებრივი მოვლენის შემთხვევაში - სტრეს-ტესტი ბექა ყორშიამ მოუწყო ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მერიას, შიგადაშიგ უცნაური
სიტყვებიც ჩაურთო და უმძიმესი დიაგნოზიც დასუვა.
ავტორი: ბექა ყორშია