
სარფში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით ადგილობრივი გამოცემა ''ბათუმელები'' ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა სარფის მაგისტრალზე მოხდა - შედეგად ერთი მსუბუქი ავტომანქანა ამოტრიალდა.
როგორც გამოცემა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის პრესცენტრზე დაყრდნობით წერს, დაშავებულები საავადმყოფოებში გადაანაწილეს.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ფოტო: ბათუმელები