ჩამოაწერეს თუ არა ვალები თამაზ გაიაშვილს | რა პირობით მოემსახურა "ჯორჯიან ეარვეისი" ღარიბაშვილს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერი ოჯახური შვებულებისთვის სამთავრობო თვიმფრინავს იყენებს, და ამაში საქართველოს მოქალაქეების რესურსი იხარჯება. ღარიბი ქვეყნის მოქალაქეების ფული ხმარდება იმას, რომ პრემიერმა ოჯახთან ერთად, შვებულების პერიოდი მაქსიმალურად კომფორტულად გამოიყენოს. ასეთი სკანდალის შემდეგ ევროპული კი არა, ყველაზე უფრო ჩამორჩენილი კონტინენტის ყველაზე უფრო ავტორიტარ დიქტატორს შეექმნებოდა პოლიტიკური პრობლემები.

მაგრამ არა აქ, სადაც ღრიბაშვილის დავალებით მთავრობის სტრატკომი, რომელიც, სხვათაშორის, ისევ თქვენი ფულით ფინანსდება, ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებს ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებს. TV პირველის ეთერში გასული ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ სტრატკომი ისევ ამტკიცებს, რომ ეს ჩარტერული რეისი იყო. და თითქოს, ნებისმეირ პირს კომერციულ საწყისებზე შეუძლია დაიქირაოს ეს თვითმფირნავი.

არადა საუბარია ხომალდზე რომლის ოპერატორიც თამაზ გაიაშვილის კომპანიაა, მაგრამ მისი სახელმწიფოა და მას კონკრეტულად სამთავრობო ვიზიტებისას იყენებენ. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ვიღაცას შეუძლია დაიქირაოს იგივე თვითმფირინავი, რომლითაც ზუსტად იცის, რომ რამდენიმე დღეში ქვეყნის პირველი პირი გაფრინდება. ამგვარი შეთავაზება მსურველებს უზარმაზარ სივრცეს უხნის შპიონაჟის, ტერაქტისა თუ სხვა ბოროტი განზარხვისთვის. რაც რბილად რომ ვთვქათ, აბსურდია. თუმცა ამ სქემაში არანაკლებ საინტერესოა თამაზ გაიაშვილის პერსონა, რომელიც რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ განსაკუთრებით ხეირობს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი