
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უწყების თქმით, მიზეზი დაზიანებული გზის სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოებია.