ზუგდიდის სოფელში მანქანა ქვეითს დაეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - სოფელ კახათში ავტომობილი ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა, რის შედეგადაც, ის ადგილზე დაიღუპა.

როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

უწყების თქმით, შემთხვევა გუშინ მოხდა და მძღოლი უკვე დაკავებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი