გურიაში ოზურგეთისა და ჩოხატაურის დამაკავშირებელი გზა ჩაინგრა

გამოქვეყნდა:

გურიაში, სოფელ ნაგომართან ოზურგეთისა და ჩოხატაურის დამაკავშირებელი გზა ჩაინგრა, - ინფორმაციას და ფოტომასალას ტელეკომპანია "გურია" ავრცელებს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს სტიქიის გამო გურიის რეგიონის მრავალი სოფელი დაზარალდა. ძლიერი ნალექის შედეგად დაიმეწყრა რამდენიმე სოფელი, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ჩამოიშალა მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყდა რეგიონის რამდენიმე სოფელი.

გურიაში სტიქიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი