პროტესტი სკოლის შენობასთან. თბილისის 165-ე საჯარო სკოლასთან დღეს მშობლების აქცია გაიმართა. შენობა უკვე მეოთხე წელია რეაბილიტაციის პროცესშია, რის გამოც მოსწავლეებს სხვადასხვა სკოლებში, ცვლების მიხედვით უწევთ სიარული. მშობლები პროექტის დროულ დასრულებას და მათი შვილების ხარისიხიანი განათლებით უზრუნველყოფას მოითხოვენ. განათლების მინისტრმა, რომელიც პროტესტს გამოეხმაურა, აქციის მონაწილეებს მოუწოდა, გაგებით მოეკიდონ პრობლემას.