
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმე ისე დახურა, რომ არც კონკრეტული შედეგი დამდგარა, და არც მტკიცებულებების სრულად გამოკვლევა მომხდარა. საგამოძიებო სამსახური არც კი დაინტერესებულა იმ გარემოებით, რომ ადგილზე, სადაც მიშა მშვილდაძეს გაუსწორდნენ, სუს-ის ოპერატიული მუშაკები კონკრეტული დირექტივებს იმყოფებოდნენ.
რატომ დახურა საქმე საგამოძიებო სამსახურმა და ხომ არ იყო ეს ხელისუფლების დაკვეთა - ამ შეკითხვის პასუხად "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ კვლავ დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმის გზა აირჩია და ამით მორიგ ჯერზე ჟურნალისტებზე ძალადობა წაახალისა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი