
6 თვის წინ რიონზე ჩანგრეული ხიდი ჯერ ისევ ჩაკეტილია. საგზაო დეპარტამენტს არათუ აღდგენითი სამუშოები დაუწყია, არამედ ამ დრომდე არ არის დადგენილი ხიდის ბურჯის ნგრევის მიზეზი. ტრაგედიის შემდეგ დასმულ კითხვებზე უწყება თავს იმართლებდა და დროს ითხოვდა, ახლა კი მედიას პროვოკაციაში ადანაშულებს. და ეს იმ ფონზე, როდესაც ნახევარი წლის განმავლობაში ნგრევის მიზეზი გარკვეული არ არის, ხიდზე მოძრაობა აკრძალულია და ექსპერტიზაში ორ-ნახევარი მილიონი ლარია გადახდილი.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი