განათლების სამინისტროს რეგულაციები უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს - სპეციალისტები

გამოქვეყნდა:

განათლების სფეროს სპეციალისტები ჯადნაცვისა და განათლების სამინისტროს მიერ ერთობლივად შემუშავებულ რეკომენდაციებას აკრიტიკებენ. მათი განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით სკოლები მსგავსი ტიპის რეგულაციების დასაცავად მზად არ არიან, რადგან მათ უმეტესობაში სველი წერტილებიც კი მოსაწესრიგებელია.

53-ე სკოლის ყოფილი დირექტორი, მარიამ რამინაშვილი ამბობს, რომ სამინისტროს ამ ტიპის ქმედებები მიანიშნებს, რომ სიტუაციის მიხედვით, წინასაარჩევნოდ შეიძელბა სწავლა 15 სექტემბერს არ განახლდეს.

ამ მომენტისთვის განათლების სამინისტროს ჩამოუყალიბებელი პოზიცია კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ის მზად არაა სასწავლო პროცესის დასაწყებლად. აუცილებელია, დროულად მოახდინოს კონკრეტული ქმედებები, მათ შორის საათობრივი ბადის განტვირთვაზე იფიქროს, - ამბობს მარიამ რამინაშვილი.

ზოგადი განათლების მართვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ნინო კვიტაიშვილი ამბობს, რომ არცერთ საჯარო სკოლას არ ჰყავს იმდენი დამლაგებელი, რომ რეკომენდაციებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულფასოვნად ჩატარება შეძლოს.

განათლების სამინისტროს და ხელისუფლების მხრიდან მოწოდებული რეგულაციები თუ წესები, რომლებსაც საზოგადოება უნდა დაექვემდებაროს არის ქაოტური, გაუგებარი. ეს, რა თქმა უნდა, მიგვანიშნებს იმ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე, რომელიც გააჩნია ხელისუფლებას, რადგან ამ 6 თვის მანძილზე როცა სწავლა შეჩერებული იყო, მათ თითქმის არაფერი გააკეთეს, რომ სკოლებში ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები გაუმჯობესებულიყო, - ამბობს ნინო კვიტაიშვილი.

შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სწავლა საქართველოს მასშტაბით 15 სექტემბერს განახლდება.

რეკომენდაციებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი