
აქცია იყო სოფელ სართიჭალაში. გზების და ხიდების მშენებელი ჩინური კორპორაციის მძღოლები ხელფასების მატებას ითხოვენ. ისინი შრომის უფლების დარღვევაზეც საუბრობენ. ამბობენ, რომ მძიმე სამუშაოს შესრულება უმძიმეს პირობებში უწევთ და ამისთვის დღეში მხოლოდ 40 ლარს იღებენ. კომპანიაში კი მათ პროტესტს უარით პასუხობენ და მიზეზად ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს უსახელებენ.
ავტორი: საბა ბუაძე