ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 20 პატიმარი კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

ადვოკატი, ლედი ტუკვაძე ამბობს, რომ ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 20 პატიმარი კლინიკა "ვივამედში" სამკურნალოდ გადაიყვანეს.

უფლებადამცველი ამ დილით ქუთაისი ციხეში იმყოფებოდა. მისი განცხადებით, პროტესტი 5 კამერაში  დაიწყო, პატიმრებმა თვითდაზიანებები ყურადღების მიქცევის მიზნით მიიყენეს.

ისინი უხარისხო კვებას, ადმინისტრაციის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და სამედიცინო დახმარების არ არსებობას აპროტესტებდნენ. ადვოკატის თქმით, სწორედ ამ პროტესტის შემდეგ 20 პატიმარი კლინიკაში გადაიყვანეს. 

გუშინ ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქუთაისის ციხეში ათობით პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა. პენიტენციურმა სამსახურმა ადვოკატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი