დაზიანებული ვერტმფრენი - საჭირო ნაწილს ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია სავარაუდოდ რუსეთში, ან ბელარუსში იყიდის

გამოქვეყნდა:

შოვიდან დაბრუნებულ ვერტმფრენს ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების რემონტი სჭირდება.  სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული საფრენი აპარატი, რომელიც სტიქიის ზონაში მუშაობდა, ახლა დაზიანებულია და  ესაჭიროება ერთ-ერთი დეტალის გამოცვლა,  რაც ნახევარი მილიონი  ლარი დაჯდება.  

ვერტმფრენს კუდა ხრახნი დაუზიანდა. გამარტივებული შესყიდვით, მექანიზმი ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ უნდა იყიდოს.

გაცვეთილი ნაწილის გამოცვლამდე კი სასაზღვრო პოლიციის ეს კონკრეტული ვერტმფრენი სამაშველო თუ სხვა სახის სამუშაოებში ჩართვას ვეღარ შეძლებს. 

კუდა ხრახნი მხოლოდ უკრაინაში, რუსეთსა და ბელარუსში იყიდება, თუმცა სავარაუდოდ უკრაინიდან მისი შესყიდვა ვერ მოხერხდება, შესაბამისად MI 8-ს ნაწილის შეძენა სანქცირებული რუსეთიდან, ან ბელარუსიდან მოგვიწევს. 

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი