აქცია გლდანში | ნოზაძის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები 15-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

გლდანში, ნოზაძის 18-ში მდებარე საერთო საცხოვრებელში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა, კორპუსის მშენებლობას აპროტესტესტებს. კომპანია "ბაუმაისტერი" საერთო საცხოვრებლის გვერდით 15-სართულიან კორპუსს აშენებს.

ადგილობრივების თქმით, სამშენებლო სამუშაოები კორპუსის საძირკველს აზიანებს და საფრთხის ქვეშ აყენებს მოსახლეობას. ისინი თბილისის მერიისა და ომბუდსმენის აპარატის ჩართულობას და დახმარებას ითხოვენ.

სამშენებლო კომპანიის ადვოკატი განმარტავს, რომ მშენებლობა კანონის ფარგლებში მიმდინარეობს, საშიშროება არ არსებობს და პროტესტის მიზეზს ვერ ხედავს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

''ეს შენობა მოყოლილი არის ამ სამშენებლო კომპანიის წითელ ხაზებში. ისე დაიფერფლება შენობა, რომ ვერანაირი ტექნიკა ვერ მიუდგება, რომ ან ცეცხლი ჩააქროს, ან ადამიანს უშველოს. ჩვენი თხოვნა იქნება, რომ ამ საკითხით დაინტერესდეს აუცილებლად ქალაქის მერია, ზედამხედველობის სამსახური და ასევე დაინტერესდეს სახალხო დამცველი", - ამბობს ასოციაცია ''დევნილები დევნილებისთვის'' თავჯდომარე ირაკლი ტორუა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი