ქვეყანა სამაშველო ვერტმფრენის გარეშე | სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე მუშა მდგომარეობაში მხოლოდ ერთი Mi-8 ტიპის ვერტმფრენი დარჩა

გამოქვეყნდა:

საქართველოს ერთადერთი სამაშველო ვერტმფრენი დარჩა. სასაზღვრო პოლიციის ორი აპარატიდან ერთს, რომელიც რაჭიდან დაბრუნდა, უმძიმესი რემონტი სჭირდება. უწყებამ უკვე გამოაქვეყნა ოფიციალური დოკუმენტაცია დეტალების შესასყიდად და მისი ღირებულება 500 ათასი ლარია.

ვიდრე სასაზღვრო პოლიცია ტენდერს დაასრულებს, დეტალებს შეიძენს და რემონტს განახორციელებს, ქვეყანას ერთადერთი და ისიც მოძველებული რუსული მი-8 ეყოლება და შესაძლო სტიქიის ან უბედური შემთხვევის პირობებში, სამაშველო და სხვა ტიპის ოპერაციები უკიდურესად შეიზღუდება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი