"დაგვიბრუნეთ სკოლა" | მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები სკოლის აშენების მოთხოვნით აქციას მართავენ

გამოქვეყნდა:

"დაგვიბრუნეთ ჩვენი სკოლა", - ამ წუთებში, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები, შვილებთან ერთად, საპროტესტო აქციას მართავენ და ახალი შენობის გამოყოფას ითხოვენ. 

ამბობენ, რომ მე-4 სკოლის შენობა რამდენიმე წლის წინ დაანგრიეს - ახლა კი ადგილზე საპარკინგე სივრცეა მოწყობილი. ამბობენ, რომ შვილებისთვის სრულფასოვანი განათლების მიღებას უკვე რამდენიმე წელია ითხოვენ, თუმცა მათი თქმით, დაპირებების მიუხედავად, სკოლის მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი