პირადი დაცვის ცნობით, სანქცირებული ფარცხალაძე თბილისში, საკუთარ სახლშია | ოლიგარქის გახმაურებული საქმეები

გამოქვეყნდა:

სად არის რუსეთის აგენტობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძე. საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არ ჩანს. ამერიკის მიერ დასანქცირებული და ქართველ-რუს ოლიგარქად მოხსენიებული ფარცხალაძის დაცვის წევრები ამბობენ, რომ ის თბილისშია და სახლში იმყოფება.

"დიდი ხანია [საქართველოშია]... სულ საქართველოშია. პირადი დაცვის წევრი ვარ, ყველგან დავყვები", - ამბობს დაცვის წევრი.

აქვე შეგახსენებთ, ვინ არის ოთარ ფარცხალაძე და როგორია მისი გზა ბოტასის ქურდობიდან მთავარ პროკურორობამდე და ეფ-ეს-ბეს მოკავშირეობამდე. ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრის ბიოგრაფია არაერთ სკანდალს მოიცავს. მისი კარიერა კი მთავარ პროკურატურაში 2013 წელს იწყება, როცა ის მთავარ საგამოძიებო უწყებაში ფინანსური პოლიციიდან მივიდა. მთავარი პროკურორის პოსტზე მხოლოდ 47 დღე იმუშავა, შემდეგ კი თანამდებობა დატოვა, ბიზნესში გადაინაცვლა და სოლიდური ქონებაც დააგროვა.

ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა პატიმრობაში მყოფმა ვანო მერაბიშვილმა, თუმცა საქმე არ გამოძიებულა. ფარცხალაძის სახელი კიდევ ერთ სკანდალს დაუკავშირდა 2017 წელს, როცა ის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს, ლაშა თორდიას თბილისის ერთ-ერთ კლუბში დაესხა თავს.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი