ფერმერებს ხორბალი საწყობებში უფუჭდებათ - აქცია დედოფლისწყაროში

გამოქვეყნდა:

საპროტესტო აქცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში. ფერმერები მარცვლეულის  დაბალ ფასსა და რეალიზაციის პრობლემაზე ჩივიან. 

აქციის  მონაწილეები ამბობენ, რომ ტონობით ნაგროვები ხორბალი საწყობებში უფუჭდებათ, რადგან ერთი კილოგრამი ხორბლის ფასი 40-45 თეთრია და ხარჯებსაც კი ვერ ფარავს. მათი თქმით, მთავარი პრობლემა რუსეთის ბაზრიდან უკონტროლოდ შემოსული ხორბლის დიდი რაოდენობაა და ქართული სახელმწიფო ამ დრომდე არ ზღუდავს.

 ისინი სოფლის მეურნეობის  სამინისტროს ტყუილში ადანაშაულებენ. ვინაიდან იგივე საკითხზე აქცია მეხორბლეებმა რამდენჯერმე გამართეს. პრობლემის მოგვარების პირობა სამინისტრომ ჯერ კიდევ გაზაფხულზე დადო.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი