"მთავარი არხი" ერაყიდან - პილიგრიმების ყოველწლიური მსვლელობა ქერბალაში

გამოქვეყნდა:

ერაყში, ქალაქ ქერბალაში ყოველწლიურად მილიონობით პილიგრიმი ჩადის. ეს ხდება ყოველი წლის  4 სექტემბერს. ქერბალა შიიტების ერთ-ერთი მთავარი სალოცავი ადგილია. მასშტაბურ მსვლელობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან ჩასული მუსლიმი მომლოცველებიც უერთდებიან. 

ქალაქი ქერბალა შიიტი მუსლიმი პილიგრიმების მრავალსაუკუნოვან ყოველწლიური მსვლელობა არბაინს მასპინძლობს. სიტყვა არბაინი არაბულად მეორმოცეს ნიშნავს . ანუ შიიტი მუსლიმები ყოველ წელს შუამავალი მუჰამედის შვილიშვილის, იმამ ჰუსეინის დაღუპვას და მეორმოცე დღეს აღნიშნავენ. ერაყის  ქალაქებში, ნაჯაფსა და ქერბალაში შიიტთა მთავარი სიწმინდეებია თავმოყრილი. ამ ადგილებში ყოველწლიურად მილიონობით პილიგრიმი ჩადის. შიიტური სამყაროსთვის ორი მნიშვნელოვანი ფიგურაა - პირველი იმამი ალი იბნს აბუ ტალიბი და მისი შვილი - ჰუსეინი. 

ქალაქ ნაჯაფიდან, სადაც იმამია დაკრძალული, მომლოცველები ფეხით მიუყვებიან ასკილომეტრიან  გზას ქერბალასკენ.   ქერბალა კი, სადაც  ჰუსეინის საფლავია,   შიიტების ერთერთი მთავარი სალოცავია.  პილიგრიმების მსვლელობა ჰუსეინის წამებისა და სიკვდილის დღეს უკავშირდება. ამ დღეს ერაყში სამეცნიერო კონფერენციებიც ეწყობა, რომელშიც ქრისტიანი მღვდლებიც მონაწილეობენ.  წელს ქერბალაში 30 მილიონზე მეტი მომლოცველი შეიკრიბა. მათ შორის ქართველი მუსულმანებიც იყვნენ. საქართველოდან ჩასულმა პილიგრიმებმა ადგილობრივებსა და სტუმრებს ქართული კულტურა გააცნეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი