წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მედანში, გვიან ღამით რამდენიმე პირმა სახლი დააყაჩაღა. წინასწარი ინფორმაციით, მათგან ერთ-ერთი შეიარაღებული იყო. შემთხვევის დროს სახლში ოჯახის მხოლოდ ორი წევრი იმყოფებოდა, რომლებიც მათ მძევლად აიყვანეს.
როგორც ოჯახის წევრი ამბობს, წაღებულია 17 ათასი ლარი, რომელიც დაზარალებულს თხილის ჩაბარებითა და ცხვრის გაყიდვით ჰქონდა მოგროვებული.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.
ავტორი: ემა გოგოხია