საშიში მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა ვაშლიჯვარში - მოსახლეობა კლდის ნგრევას და ადგილზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა აპროტესტებს.
სამშენებლო კომპანიის კუთვნილი მძიმე ტექნიკა მაჭავარიანის ქუჩაზე უკვე მუშაობს, კლდის ნგრევის პარალელურად ბზარები უჩნდება ახლოს მდებარე შენობებს.
მათ შორისაა ახალ რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი - მოსახლეობა მასშტაბურ აქციას აანონსებს და თბილისის მერიას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
"სამწუხაროდ თბილისში კიდევ ერთ უკანონობას ვაწყდებით. მერს, ჩვენს ძვირფას მერს თბილისი, სამტრედიის მისი სახლის უკანა ღობე ჰგონია და ასე უნებართვოდ, უკანონოდ მიდის კიდევ ერთი მშენებლობა, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს მძიმე შედეგები. მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, იქნებ ერთად დავდგეთ და მოვაგვაროთ ეს პრობლემები" - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი