"ეზოში ვერ შემოვა ვერც სასწრაფო, ვერც სახანძრო" - გლდანში დევნილები მათი საცხოვრებლის გვერდით, კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

გლდანში, ნოზაძის N19-თან, იძულებით გადაადგილებული პირები ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავენ. მიზეზი იმ მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაა, რომელიც მათი საცხოვრებელი სახლის გვერდით მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ შესაძლოა მშენებლობამ მათი სახლის საძირკველი დააზიანოს. ამას გარდა, ისინი აღნიშნავენ, რომ კომპანია "ბაუმაისტერი" უკვე რამდენიმე წელია სამშენებლო სამუშაოებს დარღვევებით აწარმოებს. 

"კომპანია "ბაუმაისტერმა" მშენებლობა დაიწყო 2020 წელს, უკვე დაიწყეს საძირკვლის გათხრა. დღეში რამდენჯერმე ჩვენს შენობას აზანზარებს ჩვეულებრივად. ბიძგები არის. იმიტომ, რომ იმდენად ახლოს მიმდინარეობს ეს გათხრები, რომ საფრთხეს გვიქმნის.

კომპანია გვიზღუდავს უფლებებს იმ კუთხით, რომ ეზოში ვერ შემოაღწევს ელემენტარულად ვერც სამედიცინო დახმარება და ვერც სახანძრო. ხანძარი რომ გაჩნდეს, ვერანაირად ვერ მოხერხდება მისი ჩაქრობა. იმიტომ, რომ  მსუბუქი ავტომობილიც კი ვერ შეძლებს ეზოში შემოსვლა," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათ არაერთხელ მიმართეს თბილისის მერიას, თუმცა ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ადგილზე დღეს არ გამოჩენილან არც კომპანიის წარმომადგენლები. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი